• : +425 345 8765
  • რეგისტრაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • ვაკანსიის გამოწერა
  • დახმარება
  • კონტაქტი

დახმარება

  1. მთავარი
  2. დახმარება

როგორ დავრეგისტრირდე თქვენს საიტზე?

რეგისტრაციისთვის და თქვენი რეზიუმეს შესაქმნელად დააჭირეთ ღილაკს რეგისტრაცია და მიჰყევით ინსტრუქციას.

დამავიწყდა ჩემი პაროლი, როგორ მოვიქცე?

პაროლის აღსადგენად ავტორიზაციის გრაფაში დააჭირეთ ღილაკს დაგავიწყდათ პაროლი?, მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა. შემდეგად, ელ. ფოსტაზე მიიღებთ ბმულს რომლის საშუალებითაც შეძლებთ სისტემაში შესასვლელი პაროლის შეცვლას.

როგორ გავაკეთო განაცხადი ონლაინ?

განაცხადის გასაკეთებლად, აირჩიეთ სასურველი ვაკანსია და დააჭირეთ ღილაკს „გააკეთე განაცხადი ვაკანსიაზე“. განაცხადის გასაკეთებლად აუცილებელია გავლილი გქონდეთ ავტორიზაცია https://job.itweb.ge -ზე და შევსებული გქონდეთ ელექტრონული რეზიუმე. განაცხადი ითვლება გაკეთებულად შესაბამისი სისტემური შეტყობინების - „განაცხადი გაკეთებულია“ - გამოჩენის შემდეგ.

ვერ ვაკეთებ განაცხადს ონლაინ რეჟიმში. მთხოვს ინფორმაციული ველების შევსებას. რა შეიძლება იყოს მიზეზი?

განაცხადის გაკეთებისას პროგრამა გთხოვთ გამორჩენილი ინფორმაციული ბლოკების შევსებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელის მიერ სავალდებულოდ არის მოთხოვნილი კონკრეტული ველების შევსება. შესაბამისად, განაცხადის გაკეთება კონკრეტულ ვაკანსიაზე შეუძლებელი იქნება ამ სავალდებულო ველების შევსების გარეშე. მაგალითად, თუ კონკრეტული ვაკანსიისთვის დამსაქმებელმა სავალდებულოდ მიიჩნია სამოტივაციო წერილის წარმოდგენა, თქვენ ვერ გააკეთებთ განაცხადს სამოტივაციო წერილის დაწერის გარეშე.

დამსაქმებელს არ აქვს მითითებული საკონტაქტო ელ. ფოსტა. სად შეიძლება გავაგზავნო ჩემი რეზიუმე?

უნდა დარეგისტრირდეთ ვებ გვერდზე https://job.itweb.ge , შეავსოთ ელექტრონული რეზიუმე და თქვენთვის საინტერესო ვაკანსიაზე გააგზავნოთ განაცხადი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში.

როგორ გავიგო მიიღო თუ არა ორგანიზაციამ ჩემი განაცხადი?

განაცხადი გაგზავნილად ითვლება მას შემდეგ, რაც დაინახავთ შესაბამის სისტემურ შეტყობინებას - „განაცხადი გაკეთებულია“. შეტყობინების გამოჩენა იმის მანიშნებელია, რომ თქვენ მიერ გაკეთებული განაცხადი მიეწოდა დამსაქმებელს. ამასთან, თქვენ მიერ გაგზავნილი განაცხადების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შეგიძლიათ „გაკეთებული განაცხადების“ ველში.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი © 2023 #TEAM